ერისთავის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია

10.05.21 14:05
ერისთავის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ  გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია რომ ადგილზე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 12 ჯგუფი მუშაობდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლი გავრცელებული იყო სასაწყობე ტერიტორიაზე.მიმდებარე ტერიტორიიდან, მეხანძრე-მაშველებმა, უსაფრთხოების მიზნით, 150-მდე ადამიანი გამოიყვანეს და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 12 ჯგუფი", - ნათქვამია ინფორმაციაში.