აქციაზე "ტვ პირველის" ჟურნალისტი გიორგი ხუხია დაშავდა
რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე "ტვ პირველის" ჟურნალისტი გიორგი ხუხია დაშავდა. ჟურნალისტმა ცრემლსადენი გაზის გამოყენების დროს ყურზე დაზიანება მიიღო.
ადგილზე ისევ უკიდურესად მძიმე სიტუაციაა.
რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გრძელდება. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოცნებამ რუსული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.