შეწუხებული ვართ, როგორ პასუხობს მთავრობა საზოგადოების მშვიდობიან პროტესტს, ვგმობთ ყველანაირ ძალადობას - "სუხიშვილები"

08.03.23 02:19
შეწუხებული ვართ, როგორ პასუხობს მთავრობა საზოგადოების მშვიდობიან პროტესტს, ვგმობთ ყველანაირ ძალადობას - "სუხიშვილები"

ანსამბლი "სუხიშვილები" პარლამენტთან მიმდინარე აქციას ეხმაურება და წერს, რომ შეწუხებულები არიან მთავრობის ქმედებით, თუ როგორ პასუხობს "ოცნება" საზოგადოების მშვიდობიან პროტესტს.

"სუხიშვილები" შეწუხებული ვართ, თუ როგორ პასუხობს მთავრობა საზოგადოების მშვიდობიან პროტესტს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას.

ანსამბლი იმედს არ კარგავს, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს საზოგადოების დიდი ნაწილის ნებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.

სუხიშვილების ანსამბლი უკვე ერთი თვეა საგასტროლო მოგზაურობაში ვიმყოფებით ევროპაში. მაშინ როცა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ქართულ ცეკვას და კულტურას ოვაციებით ხვდებიან, როცა სიამაყით ვაცხადებთ რომ საქართველოდან ვართ, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები სულ უფრო მეტად გვაშორებს დიდ ევროპულ ოჯახს! ევროპული მომავალი ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია! ეს არჩევანი საქართველოს კონსტიტუციით არის გამყარებული! შეწუხებული ვართ, თუ როგორ პასუხობს მთავრობა საზოგადოების მშვიდობიან პროტესტს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას! და ბოლოს, ჩვენ, “სუხიშვილები” - საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი, იმედს ვიტოვებთ რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს საზოგადოების დიდი ნაწილის ნებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. საქართველო ეკუთვნის ევროპას და ეს არის ჩვენი ერთადერთი და სწორი არჩევანი.

 

მსგავსი სიახლეები