8 მარტის აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ მათ წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნაერთი გამოიყენეს

08.03.23 13:11
8 მარტის აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ მათ წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნაერთი გამოიყენეს

გამოიყენეს თუ არა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნაერთი? -  რვა მარტის ღამეს მოწამლულები ყვებიან, რომ წყლის ჭავლში არეული  იყო ქიმიური ხსნარი, რომელიც წვას იწვევდა.

პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ სპრეის შესხმის შემედგ მათ გადაადგილება და სუნთქვა უჭირდათ, რამდენიმე მათგანს კი სასწრაფო დახმარება დასჭირდა.

წლის ჭავლში ნამდვილად რაღაცა სითხე იყო გარეული, რომელსაც წიწაკის ეფექტი ჰქონდა. ემე მომხვდა ეს წყლის მასა. რამდენიმე წამში დაიწყო სახის წვა, თვალების წვა. ფაქტობრივად, თვალები მქონდა დახუჭული, ვერ ვახელდი თვალებს. ეს არის დადასტურებულად ასე, შემიძლია გითხრათ. ზოგადად, მეც ყოფილი პოლიციელი ვარ, მეც გამივლია მსგავსი კურსები და ვიცი ზუსტად. მმიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენების შემთხვეავში, გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ წყალი ყოველგვარი დამაზიანებელი გაზის გარეშე. ამას უნდა ჰქონდეს ამ კრიტიკული მასის დაშლის და განეიტრალების ფუნქცია მხოლო და მხოლოდ წყლის საშუალებით. აქედან გამომდინარე, სრული კანონდარღვევა იყო.ამ ყველაფერმ შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების შეშუპება, სასუნთქი ორგანოების გაჩერება. ეს ყელაფერი არის ყველანაირი კანონდარღვევიტ, - ამბობს პროტესტის მონაწილე. 

აქციის მოანწილეები ასევე ამბობენ, რომ შსს-მ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.  

მსგავსი სიახლეები