პოლიციამ აქციაზე MMA-ს ქართველი მებრძოლი, მათე სანიკიძე დააკავა - რა ინფორმაციას ავრცელებს სპორტსმენის მეუღლე

08.03.23 14:13
პოლიციამ აქციაზე MMA-ს ქართველი მებრძოლი, მათე სანიკიძე დააკავა - რა ინფორმაციას ავრცელებს სპორტსმენის მეუღლე

პოლიციამ გუშინ რუსული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე, MMA-ს ქართველი მებრძოლი, მათე სანიკიძე დააკავა. მისი მეუღლის ინფორმაციით, სანიკიძე ბაკურიანშია გადაყვანილი: 

"მეგობრებო,მათე აქციაზე დააკავეს.. გადაყვანილია ბაკურიანში, ჩანიშნულია პროცესი - დღეს ან ხვალ. ვიმედოვნებთ, ყველაფერი იქნება კარგად და თავისუფლებისთვის მებრძოლ ჩემპიონსა და ქმარს მალე დავიბრუნებ(თ).."- წერს ფეისბუქზე მარიამ კბილაშვილი.

დაკავებამდე სპორტსმენი სოციალურ ქსელშ წერდა, რომ ურჩევნია ევროპაში უფასოდ იბრძოლოს, ვიდრე მილიარდის სანაცვლოდ რუსეთში.

"მირჩევნია ევროპაში ვიბრძოლო უფასოდ, ვიდრე რუსეთში მილიარდის სანაცვლოდ!
საქართველოს მომავალი ევროპაშია".