"97 წლის მზექალა შანიძე თუ ახალგაზრდა ფეხბურთელი კვარაცხელია, არავინ დაუშვებს ქვეყნის გარუსებას" - ქალების მარში
ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ ქალები გამოდიან. საქართველოს ქალაქებში მარში მიმდინარეობს
მოქალაქეებმა დედაქალაქის გარდა შეიკრიბნენ ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, გორში, თელავსა და მარნეულში.
წელს იგეგმებოდა, რომ ქალების მარში ფემიციდის საკითხს დათობოდა, თუმცა ქალები ამბობენ, რომ ქევყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ფემიციდის თემა რუსულმა კანონმა ჩაანაცვლა.
ქალების მარშის მონაწილეები ერთხმად ამბობენ,, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება, რადგან ის საქართველოს მომავალს უსპობს.
არჩევანი ასეთი მკაფიო და ასეთი ნათელი როგორიც დღეს არის, მართლა არასდროს არ ყოფილა. ქართველი ხალხი და მთელი მსოფლიოს დემოკრატიული ნაწილი არის ისტორიის სწორ მხარეს და ცდილობს არ დაუსვას საქართველოს რუსიფიკაცია. 97 წლის მზექალა შანიძე იქნება ეს თუ ახალგაზრდა ფეხბურთელი კვარაცხელია, არავინ არ დაუშვებს, რომ ქვეყანა გარუსდეს", - ამბობს მედია ექსპერტი ნინო დანელია.