რეზინის ტყვია პირდაპირ სახეში მესროლეს - აქციაზე დაშავებული
გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაშავებული დავით ხუფენია მომხდარს იხსენებს.
ხუფენია ყვება, რომ ჩიტაძის ქუჩაზე სრულიად მშვიდობიანად იდგა, როდესაც სპეცრაზმელებმა მას რეზინის ტყვია ესროლეს.
12 საათი იყო დაახლოებით, ჩიტაძის ქუჩაზე ვიდექი. თავდაპირველად გამოიყენეს წიწაკის სპრეი, მხუთავი აირი, ცრემლსადენი გაზი და ბოლოს გამოიყენეს რეზინის ტყვიები.
პირველივე რეზინის ტყვია ჩემ წინააღმდეგ იქნა გამოყენებული, რომელიც მომხვდა სახეში, ტუჩზე და მძიმე დაზიანება მაქვს. შოკურ მდგომარეობაში ვიყავი და ძირს ვვარდებოდი, იქ მყოფები დამეხმარნენ. წინააღმდეგობა სამართალდამცველებისთვის მე არ გამიწევია, მშვიდობიანად ვაპროტესტებდი რუსულ კანონს და ვყვიროდი საქართველოს", - ამბობს დაშავებული.
7 მარტის უმძიმესი ღამე თბილისში და პროდასავლური აქციის დარბევა - დაშავებულია და დაკავებულია ათობით მოქალაქე. წინასწარი ინფორმაციით, პოლიციის იზოლატორებში 100 -ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი.