პოლიციამ მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავება დაიწყო - თავისუფლებაზე ახალგაზრდა აიყვანეს
თბილისის ცენტრში, მეტროსადგურ თავისუფლების მოედანთან პოლიციამ ახალგაზრდა კაცი დააკავა.
"პირველების" კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, რომ მოქალაქე სამართალდამცველების მოთხოვნას, ეჩვენებინა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, დაეთანხმა, თუმცა მოულოდნელად, რამდენიმე პოლიციელმა ის ძალის გამოყენებით პოლიციის მანქანაში ჩატენა.
ადვილზე მყოფი სამართალდამცველები განმარტებებს არ აკეთებენ. ამასთან, უკვე რამდენიმე საათია გომელაურის უწყების წარმომადგენლები აქციაზე მიმავალ ადამიანებს აჩერებენ და ჩხრეკენ.