"აბა გამოიყვანეთ სპეცრაზმი, არავის ეშინია თქვენი" - ინგა გრიგოლია დაბადების დღეს ევროპულ აქციაზე ხვდება
ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ, რომელიც ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის გასაპროტესტებლად იმყოფება, ამბობს, რომ გუშინ რაც პარლამენტთან ხდებოდა, იყო წამება.
ტელეწამყვანმა აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ ყველაზე მაგარი დაბადების დღე აქვს, რადგან ამ დღეს თავისუფლებისთვის მებრძლ ხალხთან ერთად ატარებს.
გრიგოლიამ ხელისუფლებას მიმართა და უთხრა, რომ სპეცრაზმით და რეზინის ტყვიებით ვერ შეაშინებენ.
დღეს დაბადების დღე მაქვს, 52 წლის გავხდი და ყველაზე მაგარი დაბადების დღე მაქვს, რაც კი ვარსებობს სამყაროში, იმიტომ, რომ ყველაზე მაგარი ხალხია აქ და ამ ხალხის გვერდით ვარ, როგორც ერთი მოქალაქე. გუშინ წამება იყოს ტელევიზიიდან იმის ყურება, როგორ გამოიყვანეს და დაგიპირისპირეს სპეცრაზმი ხელისუფლებამ. ეს იყო ტანჯვა. არ მინდოდა ტელევიზიაში ყოფნა, მაგრამ მაწყნარებდა ის, რომ ჩემი შვილი და მისი მეგობრები იდგნენ აქ. არ მეგონა, რომ დღეს ჩემს დაბადების დრეს აქ გავატარებდი. ხელისუფლებას მინდა მივმართო - აბა გამოიყვანეთ სპეცრაზმი, აბა ვის ეშინია თქვენი? ამ ახალგაზრდებს აშინებთ? მათი მშობლები ვდგავართ აქ. არ გვაშინია თქვენი ხელკეტების, თქვენი გაზის და რეზინის ტყვიების. 52 წლის ვარ და ჩემმმა ცხოვრებამ და პროფესიამ რაც მასწავლა, მთავარი არის თავისუფლება და საქართველოს თავისუფლებას გაუმარჯოს, ევროპულ გზას გაუმარჯოს, ვერ შეგვაყენებენ პუტინის გზაზე. ეხლა ვინც ტელევიზორთან ზის და გვიყურებს, ალბათ ზოგი გვაქილიკეს, იმათ მინდა ვუთხრა, რუსულ, პუტინის კანონს აკანონობენ, იმიტომ რომ თავისუფალი სიტყვა აღარ ისმოდეს. მართლა ჩალის ფასი აქვს ყველა პროფესიას, თუ ის არ ემსახურება თავისუფლებას. ვეღარ მიგვაბრუნებენ კრემლისკენ. ეს გახსოვდეთ, რომ სპეცრაზმს პირველები ჩვენ, თქვენი მშობლები დავუდგებით. მადლობა, რომ საშუალება მოემცით, ჩემი დაბადების დღე აქ გამეტარებინა", - ამბობს ინგა გრიგოლია.