გაწყვიტეთ რუსული კანონის ხელმომწერ ლექტორებთან ხელშეკრულებები - სტუდენტები პროტესტის წინა ხაზზე

08.03.23 21:34
გაწყვიტეთ რუსული კანონის ხელმომწერ ლექტორებთან ხელშეკრულებები - სტუდენტები პროტესტის წინა ხაზზე

სტუდენტები მოუწოდებენ უნივერსიტეტებს, რუსული კანონის ხელმომწერ ლექტორებთან გაწყვიტონ ხელშეკრულებები. ეს მოთხოვნა აქციაზე ცოტა ხნის წინ გაჟღერდა. მასშტაბური პროტესტის წინა ხაზზე კი სწორედ სტუდენტები დგანან. შუადღიდან სტუდენტების კოლონები დროშებით და შეძახილებით სხვადასხვა ლოკაციებიდან პარლამენტისკენ დაიძრნენ.  რუსული კანონი აღმოჩნდა ის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც სტუდენტობამ ხელისუფლებას არ აპატია. სახელმწიფო უნივესიტეტში დღეს დემონტრაციულად რუსული კანონის ავტორის ირაკლი კობახიძის წიგნებიც დახიეს.

ვრცლად ნახეთ, საბა სიჭინავას რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები