პოლიცია "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს მუშაობაში ხელს უშლის

09.03.23 00:08
პოლიცია "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს მუშაობაში ხელს უშლის

პოლიცია "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევს. "პირველების" ჟურნალისტს პოლიცია გადაადგილების საშუალებას არ აძლევს და ტელევიზიის ოპერატორს ხელით შეეხნენ.

რაც შეეხება რუსთაველზე არსებულ სურათს, "პირველების" კორესპოდენტის თქმით, სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან სრულად გაწმინდა. დედაქალაქის მთავარ გამზირს შსს-ს თანამშრომლები აკონტროლებენ. 

სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის  მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

მსგავსი სიახლეები