მოვუწოდებ საპატრიარქოს, 9 აპრილს ხმა რომ არ ამოიღეს, ის ლაქა ჩამოირეცხონ - სასულიერო პირი აქციაზე
ჭყონდიდის ეპარქიიდან მეუფე სტეფანეს მიერ განდევნილი იღუმენი დანიელი აქციის მონაწილეებთან ერთად მსვლელობით "ოცნების" ოფისთან მიდის.
სასულიერო პირი საპატრიარქოს მოუწოდებს ხმა ამოიღოს და 9 აპრილის ლაქა ჩამოირეცხოს.
დღეს მეორე 9 აპრილია. მოვუწოდებ საპატრიარქოს, მაშინ რომ ხმა არ ამოიღეს, ახლა ხმა ამოიღონ. კეთილი ინებოს და ის ლაქა, რაც აქვს, უნამუსოდ რომ მოიქცა უწმინდესი და უნეტარესი, ახლა ამოიღონ ხმა და განცხადება გააკეთონ, ხალხლს მოუწოდოს, რომ გამოვიდნენ, მონები ნუ გახდებიან", - ამბობს სასულიერო პირი.