კლასიკური მაგალითი, როგორი "დამოუკიდებელი" მართლმსაჯულება გვაქვს - მელიას ადვოკატი

10.05.21 17:03
კლასიკური მაგალითი, როგორი "დამოუკიდებელი" მართლმსაჯულება გვაქვს - მელიას ადვოკატი


ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება,  მოსამართლემ ენმ-ს თავმჯდომარეს აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

მისი თქმით, "დღეს იყო კლასიკური მაგალითი, როგორი "დამოუკიდებელი" მართლმსაჯულება გვაქვს":

ჰოი, საოცრებავ, "დამოუკიდებელმა მართლმსაჯულებამ" მიიღო გადაწყვეტილება და მოსამართლის გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად დაემთხვა პროკურატურის შუამდგომლობას და იმ თანხას, რომელიც ევროკავშირმა გადმორიცხა ნიკა მელიას ტყვეობიდან დასახსნელად"- აცხადებს ადვოკატი. 

მსგავსი სიახლეები