რა საჭიროა სცენაზე დგომა, როცა მთავარი სცენა აქ არის - ირაკლი ჩხიკვაძე
აქციის ეპიცენტრს მთავარი სცენა უწოდა მსახიობმა ირაკლი ჩხიკვაძემ.
ჩხიკვაძემ თქვა, რომ სწორედ დედაქალაქის მტავარ გამზირზე ხდება ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა და ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ ვინ ითამაშებს მთავარ თამაშს.
რა საჭიროა სცენაზე დგომა, როცა მთავარი სცენა არის აქ. ანუ, მთავარ თამაშს თუ წააგებ, მერე დადექი და რამდენიც გინდა ითამაშე, იმიტომ, რომ შენ აღარ თამაშობ, ვინც მოგიგებს ის გათამაშებს შემდგომ და არ მინდა, რომ ამ მთავრობამ მათამაშოს ბევრი, ჩემი თანამოქალაქეები და საქართველო ათამაშოს. სიგიჟეა, აღარ გვინდა.
"ქართული ოცნებასთან" მგონი საერთოდ არ გვაქვს საქმე, მის უკან ვინც დგას იმათთან გვაქვს საქმე და ეს არის რუსეთი. რასაც ვხედავ, მათი მოქმედებები ეს არის. მათი განცხადებები ამაზე მიუთითებს, ან მეორე, ცუდ სიტყვას ვიტყვი - ჩასვრილები არიან და დგანან ისე, თითქოს საერთოდ არაფერი არ უნდა ვქნათ, მოდი ჩუმად ვიყოთ, არ გავაღიზიანოთ და ეს ყველაფერი ჰგავს იმას, რომ ისევ რუსეთის თამაშს ვთამაშობთ, ჩვენც გვათამაშენ ამ თამაშ და აღარ გვინდა".- ამბობს მსახიობი ირაკლი ჩხიკვაძე.