არ ვემორჩილებით ეპარქიის წესებს - ჭყონდიდის ეპარქიის განკვეთილი სასულიერო პირები

10.05.21 17:54
არ ვემორჩილებით ეპარქიის წესებს - ჭყონდიდის ეპარქიის განკვეთილი სასულიერო პირები

იმ სასულიერო პირებმა, რომლებიც დაპირისპირებაში არიან ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტთან, საპასუხო განცხადება გააკეთეს და იმ ბრალდებებს უპასუხეს, რაც მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მეუფე სტეფანემ კიდევ ერთხელ წაუყენა.

არ ვაპირებთ, დავემორჩილოთ ეპარქიის წესებს, არ ვაღიარებთ სხვა მეუფეს, გარდა პეტრე ცაავასი. მოვითხოვთ, საპატრიარქომ მოიწვიოს კრება, სადაც ეპარქიაში არსებული ყველა პრობლემა იქნება განხილული. ასევე, დამტკიცდეს ის ბრალდება, რაც ჭყონდიდის ახლანდელმა მიტროპოლიტმა ყოფილს წაუყენა.

სიცრუეა მეუფე სტეფანეს განცხადება, რომ ჭყონდიდის ეპარქია ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიას ძალისხმევით გაშენდა. ეს ყველაფერი მეუფე პეტრე ცაავას დამსახურებაა - აღნიშნავენ ჭყონდიდიდს ეპარქიის განკვეთილი სასულიერო პირები. 

ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელმა, მეუფე სტეფანემ, განკვეთილი ბერები დღეს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.