ბარიატრიული ქირურგია - პათოლოგიური სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა ინგოროყვას კლინიკაში
ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში, უმაღლესი კლასის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის მიერ, სრულდება ბარიატრიული ოპერაციები ლაპარასკოპიული მეთოდით, რომელიც გულისხმობს პათოლოგიური სიმსუქნის ქირურგიულ მკურნალობას მინიინვაზიური ჩარევით.
კლინიკაში შესაძლებელია რამდენიმე ტიპის ბარიატრიული ოპერაციის ჩატარება, რომლის შერჩევა ხდება სპეციალისტების მიერ, პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ზოგადად, შერჩეულ მეთოდს ბარიატრიულ ქირურგიაში, წარმოადგენს ამერიკის მეტაბოლური და ბარიატრიული ასოციაციის მიერ რეკომენდებული ოპერაცია გასტრიკ by pass (mini), რომელიც ამ ეტაპისთვის, ქართული საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი.
ინგოროყვას მაღალი ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში პაციენტს შეუძლია ისარგებლოს სიმსუქნის მკურნალობის სრული სამედიცინო სერვისით, რომელიც გულისხმობს წინასაოპერაციო მომზადებას, ქირურგიული მეთოდის შერჩევას, ოპერაციულ მკურნალობასა და პოსტოპერაციულ მონიტორინგს.
ბარიატრიული ოპერაციის ჩატარების აუცილებლობასა და მის მეთოდს განსაზღვრავს სხეულის მასის ინდექსი, ასევე თანმხლები დაავადებები, როგორიცაა: შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, დისლიპიდემია, ძილის აპნოე და ა.შ.
NS