გათავისუფლდნენ დაკავებული აქტივისტები და დაუყოვნებლივ ჩავარდეს რუსული კანონი - არასამთავრობოები

09.03.23 16:05
გათავისუფლდნენ დაკავებული აქტივისტები და დაუყოვნებლივ ჩავარდეს რუსული კანონი - არასამთავრობოები

დაკავებული აქტივისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და საგანგებო რეჟიმში რუსული კანონის ჩაგდებას ითხოვენ მესამე სექტორში.

არასამთავრობო ორგანიზაციებს "ქართული ოცნების" გულწრფელ ზრახვებში ეჭვი ეპარებათ, ამიტომ სამოქალაქო საზოგადოება ფიქრობს, რომ საჭიროა დროული და კანონიერი ქმედებებით იმის დასაბუთება, რომ "ოცნება" არც ამ შემთვევაში მიმართავს პოლიტიკურ ხრიკებს და სიტყვას აქცევს საქმედ. 

საგანგებო განცხადება არსამთავრობო ორგანიზაციებმა ცოტა ხნის წინ გააკეთეს.

პარლამენტმა დაუყოვნებლივ გამართოს პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს და მას ოფიცილაურად ჩააგდებს. ხოლო რუსული კანონის მეორე ვერსია, რომელსაც კენჭი არ ეყარა,  ინიციატორებმა ოფიციალურად გაიწვიონ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს იცავდა და ქუჩაში საქართველოს და ხალხის ღირსების შემლახავ რუსულ კანონს აპროტესტებდა", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები