დედა სოსანას ავუხსენი რომ მონაზონს არ აქვს უფლება თავის ჭკუაზე ირბინოს - მეუფე სტეფანე

10.05.21 17:48
დედა სოსანას ავუხსენი რომ მონაზონს არ აქვს უფლება თავის ჭკუაზე ირბინოს - მეუფე სტეფანე

დედა სოსანას ავუხსენი რომ მონაზონს არ აქვს უფლება თავის ჭკუაზე ირბინოს - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა. მისი თქმით, მედიამ დედა სოსანა მსხვერპლად გამოიყვანა, სინამდვილეში კი მოვლენები სხვაგვარად იყო.

 მე მას ავუხსენი, რომ მონაზონს არ აქვს უფლება, თავის ჭკუაზე ირბინოს, აქციებში მიიღოს მონაწილეობა და ასე შემდეგ. ამის შემდეგ, ის დემონსტრაციულად წავიდა და როცა არ შევუშვით იქ (ავტ. მარტვილის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში), დადგა სპექტაკლი. ამას პირდაპირ, უფლის წინაშე ვამბობ, რადგან ის იქ სამჯერ მოვიდა. როცა პირველად მოვიდა და არ შეუშვეს, შეეძლო, ჩვეულებრივად, წასულიყო და დაეძინა. ამის პრობლემა არ ჰქონდა, მაგრამ მან შემდეგი განვითარება მოიფიქრა, მოვიდა მეორედ და დადგეს სცენარი, როგორ იქნებოდა ეს ყველაფერი. მესამედ მოსვლისას, ზუსტად ათი წუთი დატოვეს წვიმაში, მოვიდნენ ტელევიზიები და იღებდნენ, „საწყალ“ მონაზვნებს, რომლებიც ღამით გარეთ, წვიმაში დარჩნენ და „არ იციან“, ღამე როგორ გაათიონ. ესაა კიდევ ერთი ტყუილი. ჩვენი კადრებიც ჩანს, სადაც ჩანს, როგორ განვითარდა ეს სპექტაკლი. შემდეგ, კიდევ ერთხელ მოვიდა დედა სოსანა, კადრები ჩანს, რომ აკაკუნებს, ზარს რეკავს კარზე. როცა გვითხრეს, რომ დედა სოსანა იყო მოსული, სასწრაფოდ ვთხოვე, რომ გასულიყვნენ და დალაპარაკებოდნენ, ოღონდ, ვეღარ მოასწრეს", - ამბობს მეუფე სტეფანე.