დემონსტრანეტების დასჯას აპირებენ, არ გამოუვათ! - ირაკლი ნადირაძე შსს-ს განცხადებაზე

10.03.23 13:40
დემონსტრანეტების დასჯას აპირებენ, არ გამოუვათ! - ირაკლი ნადირაძე შსს-ს განცხადებაზე

ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე შსს-ს მიერ დაკავებების სერიის დაანონსებას ეხმიანეა და ხელისუფლების ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლება მათ მოწინააღმდეგებს სჯის, ხოლო საკუთარ აქტივისტებს პასუხს უმძიმეს დანაშაულებებზეც კი არ სთხოვს. 

ორმაგი მიდგომა აქვთ ყველაფერში. მათი აქტივისტებისთვის, მათი პროვოკატორებისთვის, აგენტებისთვის ყველაფერი შესაძლებელია და არავინ არაფერზე სჯის უმძიმეს დანაშაულებზეც კი, მაგრამ მშვიდობიან დემონსტრანტებს ისინი უპირებენ, რომ დასაჯონ. არ გამოუვათ! ბრძოლა იქნება ბოლომდე, ვერავის შეაშინებენდ ა ეს რუსეთუმეები აუცილებლად ძალიან მალე მოშორდებიან ამ ქვეყანას, - თქვა ირაკლი ნადირაძემ. 

მსგავსი სიახლეები