"მთავარი ბრძოლა გვაქვს წინ" - სტუდენტები აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ

10.03.23 15:25
"მთავარი ბრძოლა გვაქვს წინ" - სტუდენტები აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ

ყოველგვარი დათქმისა და წინაპირობის გარეშე - გაათავისუფლეთ დაკავებული აქტივისტები. სტუდენტების მოთხოვნები ცნობილია. გამარჯვების მარშის ჩატარების შემდეგ, პროტესტისს ავანგარდში მყოფი ახალგაზრდები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ შურისძიებაზე უარი თქვან.

სტუდენტები ამბობენ, რომ ამ მოთხოვნით ისინი საქალაქო სასამართლოს წინაც შეიკრიბებიან.

"მთავარი ბრძოლა ჩვენ გვაქვს წინ და სტუდენტები მზად ვართ ჩავერთოთ ამ პოლიტიკურ პროცესებში. განსაკუთრებით კი მინდა განვაცხადო ერთი რამ, ჯერ კიდევ დაკავებულები არიან ჩვენი გმირი პატრიოტები, რომლებიც იცავდნენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და მათ წინააქღმდეგ ჯერ კიდევ არის საქმე აღძრული. ჩვენ არ დავიშლებით და ვიბრძლებთ მანამ, სანამ ეს ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები", - ამბობს სტუდენტი. 

სტუდენტები ასევე ითხოვენ, რომ ქართული ოცნების ყველა დეპუტატს, ვინც რუსული კანონის მიღებას  მხარი დაუჭირა, სასწავლო დაწესებულებებმა სწავლების უფლებაა ჩამოართვან.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ ისინი აუცილებლად შეუერთდებიან ხვალ, 5 საათზე დაგეგმილ აქციას პარლამენტის შენობის წინ. 

მსგავსი სიახლეები