აქციაზე სპეცრამზმის მიერ ნაცემმა მომიტინგემ მხედველობა დაკარგა
აქციაზე სპეცრამზმის მიერ ნაცემმა მომიტინგემ ზაზა ბირიაშვილმა მხედველობა დაკარგა.
გამოცემა "პუბლიკა" წერს, რომ ზაზა ბირიაშვილმა, რომელიც ქუჩაში რუსულ კანონს აპროტესტებდა, სპეცრაზმის მიერ გამოყენებული არაპროპორციული ძალის შედეგაად მარჯვენა თვალში მხედველობა სრულაად დაკარგა.
დაზარალებს ცოლის ამბობს, რომ ქმარი მძიმე მდგომარეობაშია. მხედველობის დაკარგვის გარდა, აქვს ტვინის შერყევა და სახეზე დაზიანებები აღენიშნება.
მისივე თქმით, ოპერაციის ხარჯების ასანაზღაურებლად ხელშეკრულება გააფორმეს, რომ თანხას ერთ თვეში დაფარავენ.
დღეს შს სამინისტროს მიერ გამართულ ბრიფინგზე თეიმურაზ კურტანიძემ განაცხადა, რომ ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. მისი თქმით საპროტესტო აქციაზე დაშავებულების მიმართ უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამატებაზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიება დაწყებული აქვს და „ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში იქნება შესაბამისი რეაგირება.“