"ჩაშლილი მაქვს თვალი, აღდგენა გამორიცხულია" - პირველი ინტერვიუ კაცთან, რომელმაც აქციაზე მხედველობა დაკარგა

10.03.23 19:12
"ჩაშლილი მაქვს თვალი, აღდგენა გამორიცხულია" - პირველი ინტერვიუ კაცთან, რომელმაც აქციაზე მხედველობა დაკარგა

პირველი  ინტერვიუ კაცთან, რომელმაც მხედველობა დაკარგა. ზაზა ბეღიაშვილს სპეცრაზმის ნასროლი კაფსულა მოხვდა.

აქციის მონაწილე ამბობს, რომ თვალის ბადურა ისეთი დაზიანებულია, მისი აღდგენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

კარგად ვერ ვარ, მარჯვენა თვალით ვერ ვხედავ ვერაფერს. ტვინის შერყევა მაქვს და სისუტე მაქვს. ექიმმა თქვა, რომ სულ ჩაშლილიაო, ძლივს ააწყვეს. დაშლილია თვალი, უბრალოდ დევს თვალი. მხედველობის ვარიანტი აღარ არის, გამორიცხულია. დროშა რომ მეჭირა, წყლის ჭურვის გამოუშვეს, რომ შევტრიალდი, მაგ დროს სროლის ხმა იყო და სროლის დროს რაღაც მომხვდა, რა მომხვდა არ ვიცი. პლასტმასი იყო, რეზინის ტყვია იყო, ბალონი იყო, ხელკეტი იყო თუ რა იყო არ ვიცი. გაზი რომ გამოიყენეს, მაგის მერე გაისროლეს. ორჯერ მოვიწამლე გაზით, მაგრამ მანც იქ ვიყავი, - ამბობს ბეღიაშვილი. 

ზაზა ბეღიაშვილი ასევე ამბობს, რომ არცერთი პარტიის მხარდამჭრი არ არის და აქციაზე ქვეყნის ევროპული მომავლისთვის გავიდა. 

ძალიან იშვიათად ვარ აქციაზე. ეს ალბათ მთელ ცხოვრებაში მეორედ თუ მესამედ ვიყავი. გუშინწინ ძალიან გავმწარდი და იმიტომ გავედი, ხშირად არ დავდიოდი. არცერთ პარტიას არ ვეკუთვნოდი. მოვითხოვდი მშვიდობას, ბედნიერებას და საქართველოშ მშვიდობიან და ბედნიერ ცხოვრებას ჩემი შვილებისთვის, თქვენი შვილებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ყევლასთვის... ევროპული ცხოვრება რომ იყოს და არა რუსული, არა მონური, - ამბობს აქციაზე დაზარალებული.

ვრცლად ინტერვიუ ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები