"უმრავლესობამ კანონი უკან გაიხმო, მაგრამ მის შინაარსს მაინც ემხრობიან" - NGO-ები პარლამენტს ტოვებენ
არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს ტოვებენ. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფში შემავალი ენჯეოები ფიქრობენ, რომ რუსული კანონის მიღებით "ოცნებამ" ყველაფერს წერტილი დაუსვა და კანონის გაუქმების მიუხედავად, სახელისუფლებო პარტია იმავე პრინციპების ერთგული რჩება.
ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა განგვიხილავს, როგორც უცხოეთის გავლენის აგენტს, მიიღო კანონი და შემდგომ მოუწია სახალხო რეაქციის შედეგად ამ კანონის უკან გახმობა, მაგრამ ისინი ამ კანონის შინაარსს მაინც ემხრობიან. აპირებენ, რომ საზოგადიება დაარწმუნონს ამ კანონის შინაარსის სისწორეში, იმაში, რომ არასამთავრებო სექტორი არის უცხოეთის გავლენის აგენტი, შესაბამისად ის ჯგუფი, რომელშიც ჩვენ ვმუშაობთ არის მუდმივმოქმედი, საპარლამენტო ღიაობის ჯგუფი. ჩვენ ამ ჯგუფში მათთან ვეღარ ვითანამშრომლებთ, შესაბამისად IDFI როგორც საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე ორგანიზაცია და ჩვენი კოლეგა ორგანიზაციები ვტოვებთ ამ საკონსულტაციო ჯგუფს, შესაბამისად პარლამენტთან და უშუალოდ საპარლამენტო უმრავლესობასთან ,,ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობას აღარ ვაპირებთ, -" ამბობს არასამთავრებო სექტორის წარმომადგენელი.
ცნობისთვის, პარლამენტის საკონსულტაციო ჯგუფი დატოვეს ისეთმა არასამთავრებო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა: IDFI, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო", ასევე ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ".