შერცხვა თუ არა "ოცნების" თავმჯდომარეს სტუდენტების? - ახალგაზრდების პროტესტმა კობახიძეს ლექციები გადაადებინა
ირაკლი კობახიძემ ლექციის ჩატარებაზე დღეს უარი თქვა. თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტში რუსული კანონის მხარდამჭერ "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს დღეს სტუდენტების მდუმარე პროტესტი ელოდებოდა, ამიტომ კობახიძემ გადაწყვიტა ლექცია გადაედო. პროფესორ ირაკლი კობახიძეს სტუდენტები დღეს პლაკატებითა და საკუთარი ავტორობით შედგენილი წიგნით ხვდებოდნენ.
ერთ-ერთი სტუდენტის განცხადებით, კობახიძეს მორალური უფლება არ გააჩნია იმისა, რომ უნივერსიტეტში ლექციები წაიკითხოს, რადგან ის ჯიუტად უჭერდა მხარს ე.წ ,,რუსულ კანონს".
დღეს უნდა ჩატარებულიყო ირაკლი კობახიძის ლექცია თსუ-ში, მაგრამ სტუდენტების პროტესტის გამო ეს ლექცია გადაიდო. მიუხედავად ამისა, სტუდენტთა ნაწილი მაინც მივიდა უნივერსიტეტში და საკუთარი პროტესტი იმ ფაქტის მიმართ, რომ კობახიძე ასე ჯიუტად ადვოკატირებდა ,,უცხოელი აგენტების" კანონს. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ გარემოებას, რომ სტუდენტები წარმოადგენენ ძალას, რომელიც ყველა დაბრკოლებას გადალახავს და შეუძლიათ პოზიტიური ცვლილებებისკენ სწრაფვა. რაც შეეხება ირაკლი კობახიძე, მან დღეს ვერ ჩაატარა და შეცევდებით, რომ მას ეს ლექციები არც ჩავატარებინოთ, რადგან მას არ აქვს მორალური უფლება,"- ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.
ცნობისთვის, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების ორი მოთხოვნა კვლავ შესასრულებელია. პირველი, ისინი ითხოვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეწყვიტოს იმ ადამიანების დევნა, რომლებიც გამოხატავდნენ აქციაზე პროტესტს და მეორე, ლექტორები, რომლებიც ასწავლიან უნივერსიტეტებში და ხმა მისცეს რუსულ კანონს, შეუჩერდეთ უნივერსიტეტში ლექციების კითხვის უფლება.