რა გახდა აქციაზე ზაზა ბეღიაშვილის დაშავების მიზეზი - საგამოძიებო უწყებას ოფიციალური მოკვლევა ამ დრომდე არ დაუწყია

11.03.23 11:48
რა გახდა აქციაზე ზაზა ბეღიაშვილის დაშავების მიზეზი - საგამოძიებო უწყებას ოფიციალური მოკვლევა ამ დრომდე არ დაუწყია

ამ დრომდე, არც ერთ სახლმწიფო საგამოძიებო უწყებას არ დაუწყია ოფიციალური მოკვლევა, რა გახდა  აქციაზე ზაზა ბეღიაშვილის დაშავების მიზეზი. შუახნის კაცი, რომელმაც 7 მარტს სპეცრაზმის არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად მხედველობა დაკარგა, ამ დრომდე უწყების  ზარის მოლოდინშია.

არასამთავრობო ორგანიზაციები სურვილს უკვე გამოთქვამენ დაიცვან აქციაზე დაშავებული მამაკაცი. 

"პირველებისთვის" მიცემულ პირველ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ბეღიაშვილი იხსენებდა, რომ წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ გაიგო გასროლის ხმაც და ამ დროს თვალში უცნობი საგანი მოხვდა, შედეგად თვალის ბადურა იმდენად დაზიანდა,რომ მედიკოსებმა მისი აღდგენა ვეღარ შეძლეს.