"არა მონობას!" - ახალგაზრდები, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას დღეს პარლამენტთან გააპროტესტებენ

11.03.23 12:20
"არა მონობას!" - ახალგაზრდები, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას დღეს პარლამენტთან გააპროტესტებენ

"არა მონობას!" - ამ ლოზუნგით ახალგაზრდები ისევ გარეთ გადიან. დღეს, ექვს საათზე პარლამენტთან მიდის ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ჯარი სავალდებულო არ უნდა იყოს. აქციის ორგანიზატორი პარტია "გირჩია". 

,,გირჩის" წევრის, ჰერმან საბოს განცხადებით, სისულელეა ახალგაზრდები მოწყვიტო სწავლის პროცესს და ერთი წლის განმავლობაში "ყარაულად" ამუშაო. 

მისივე თქმით, სავალდებულო გაწვევაში 800-900 რომ უხდიდნე სტუდენტებს, კომისარიატებთან მსურველთა ნაკადი არ შეწყდება.

დაახლოებით ერთი კვირაა, რაც ვიცით, რომ თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, სტუდენტები აღარ წაიყვანოს, მას მერე რაც კომიტეტებზე დაძაბული ბრძოლის შემდეგ ჩვენ მგონი მოვახერხეთ ახსნა, რომ სისულელეა ამ ადამიანების წაყვანა შუა სწავლის პერიოდში და სავარაუდოდ, თავდაცვის სამინისტროს ასევე შეეშინდა აქციის მასშტაბურობის, რადგან სტუდენტებში გავრცელდა ის აზრი, რომ მიყავთ ჯარში და არავის უნდა ძალით, შუა სწავლის პერიოდში წაიყვანონ ერთი წელი სადღაც, ყარაულად ამუშაონ. ვითხოვთ სავადებულოობის გაუქმებას და გვინდა, რომ იყოს ნებაყოფლობითი და ამისთვის ძალიან მარტივად, თუ ხელფასს გადაუხდი ადამიანებს, რიგი დაგიდგება კომისარიატებთან. 500-600 ლარად კერძო დაცვის კომპანიებში მუშაობენ ახალგაზრდები, ისეთი გაჭრვებაა ქვეყანაში და წარმოიდგინეთ 800-900 ლარი რომ იყოს სავალდებულო გაწვევაში, მართლა რიგი იქნება. გენერლებს ასარჩევიც ექნებათ, დაკუნთული ბიჭები წაიყვანონ თუ გამხდრები", -"ამბობს ჰერმან საბო.

დაანონსებულ შეკრებამდე ერთი დღით ადრე კი თავდაცვის სამინისტრომ ახალი განკარგულება გამოსცა. ახალი წესით, სტუდენტებს მხოლოდ მათი სურვილის შემთვევაში გაიწვევენ სამხედრო სამსახურში.