მოსალოდნელია, ცალკეული პირები ამოიღონ სამიზნეში - ლომჯარია ხელისუფლების შესაძლო პროვოკაციებზე საუბრობს
,,რუსული კანონის" გაუქმებისა და გეგმის ჩავარდნის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოებაში ვარაუდობენ, რომ ,,ქართული ოცნება" პროვოკაციებზე გადავა.
ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მოსალოდნელია, რადიკალმა დეპუტატებმა ცალკეული პირები ამოიღონ სამიზნეში, რადგან სამოქალაქო საზოგადოებასთან ეს არ გამოუვიდათ.
მისივე თქმით, თუ მათი გეგმები რევანშზე ორიენტირებული იქნება, წარუმატებლად დასრულდება.
ცალკეული რადიკალი დეპუტატების მხრიდან ისმის რიტორიკა და ალბათ მოსალდნელია, რომ იქნება გარკვეული გეგმა იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც ცალკეული პირები ამოიღონ სამიზნეში, რადგან შეიძლება, მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებასთან ეს ნამდვილად არ გაუვიდათ, ამიტომ ამის მოლოდინი არსებობს, მაგრამ დღეს როგორც არასდროს საქართველოს მოქალაქეები არიან ერთიანნი და ვფიქრობ, რომ მათი გეგმები, თუ რევანშზეა ორიენტირებული იქნება წარუმატებელი,-" ამბობს ნინო ლომჯარია.