საჯარო ინფორმაციის გაცემის მაჩვენებელი უფრო და უფრო უარსედება - IDFI
საჯარო ინფორმაციის გაცემის მაჩვენებელი უფრო და უფრო უარესდება - ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს.
2010 წლის შემდეგ, სამინისტროები, სიპები და აიპები ასეთი დახურული ჯერ არასდროს ყოფილა.
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აცხადებს, რომ საჯარო დაწესებულებებში გაგზავნილ მოთხოვნებზე პასუხებს ფაქტობრივად ვეღარ იღებენ.
ორგანიზაციის მკვლევარი აცხადებს, რომ 2021 წლიდან მოყოლებული მისი ორი განცხადება ეროვნულ მუზეუმიდან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, ამ დრომდე უპასუხოდ არის დარჩენილი.
ბოლო წლების ტენდენცია აჩვენებს, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის მაჩვენებელი სულ უფრო და უფრო უარესდება. თუ წლების წინ ძალიან მარტივი იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან საჯარო ინფორმაციის მიღება, ეს დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია. 2021 წლიდან მოყოლებული ორი ჩემი განცხადება ეროვნულ მუზეუმთან დაკავშირებულ საკითხებზე ამ დრომდე უპასუხოდ არის დარჩენილი, მეტიც, სასამართლოშიც კი არის დღეს ეს საქმეები, მაგრამ არც სასამაართლოს არ ჩაუნიშნავს სხდომა და არ მომხდარა განხილვა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, განსაზღვრულია იმ ინფორმაციის ნუსხა, რომელიც პროაქტიულად უნდა ქვეყნდებოდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდზე და ცხადია, კულტურის სამინისტრო არაფერს არ აქვეყნებს, რადგან ასეთი ვებგვერდი მას ამ დრომდე არ გააჩნია. ეს ყველაფერზე მეტყველებს და იმის ნათელი მაგალითია, რომ არანაირი გამჭვირვალობის სტანდარტი დღეს თუნდაც ამ ერთი სამინისტროს მაგალითზე საქართველოში არ არსებობს,"- ამბობს IDFI-ის მკვლევარი.