კაციტაძის უწყებამ ზაზა ბეღიაშვილის საქმეზე მოკვლევა დაიწყო

11.03.23 13:22
კაციტაძის უწყებამ ზაზა ბეღიაშვილის საქმეზე მოკვლევა დაიწყო

სპეციალურმა საგამოძებო სამსახურმა ზაზა ბეღიაშვილის საქმეზე ოფიციალური მოკვლევა დაიწყო.

შუახნის კაცი, რომელმაც 7 მარტს სპეცრაზმის არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად მხედველობა დაკარგა, ახლა კაციტაძის უწყებისგან სამართლიან გამოძიებას ელოდება.

"პირველებისთვის" მიცემულ პირველ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ბეღიაშვილი იხსენებდა, რომ წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ გაიგო გასროლის ხმაც და ამ დროს თვალში უცნობი საგანი მოხვდა, შედეგად თვალის ბადურა იმდენად დაზიანდა,რომ მედიკოსებმა მისი აღდგენა ვეღარ შეძლეს.