დარწმუნებული ვარ, რომ მკვლელობა იყო - ყაზახი გოგოს დედამ პოლიციას მტკიცებულებები გადასცა

11.05.21 09:49
დარწმუნებული ვარ, რომ მკვლელობა იყო -  ყაზახი გოგოს დედამ პოლიციას მტკიცებულებები გადასცა

სამართალდამცველები 26 წლის ყაზახი გოგოს მკვლელობის დამადასტურებელ ვიდეოჩანაწერს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ასელ აიტპაევა გაუპატიურების შემდეგ მერვე სართულიდან გადმოაგდეს, საზარელი დანაშაულის დამადასტურებელი  ვიდეომასალა კი ერთ-ერთმა ადგილობრივმა გადაიღო.

საქმის გომალურის უწყება თვითმკველობამდე მიყვანის მუხლით იძიებს, თუმცა ამ ვერსიის  ოჯახს არ სჯერა. გარდაცვლილის დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი  ჯერ ჯგუფურად გააუპატიურეს, შემდეგ კი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოაგდეს. მისი თქმით, ბრალდებული ბესიკ თოდუა თანამზრახველთან ერთად მოქმედებდა, რომელმაც ქვეყნის დატოვება მოასწრო.

გარდაცვლილის დედა მურად მიერბეკოვის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვს.

გუშინდელი დღე ძალიან მძიმე იყო ჩემთვის. ვიყავი ამოცნობაზე და გარდაცვლილი ნამდვილად ჩემი შვილია.  დარწმუნებული ვარ, რომ ეს მკვლელობა იყო. ვითხოვ, რომ ქართულმა მხარემ მოახდინოს მურად მიერბეკოვის ექსტრადირება საქართველოში. გუშინ ძირითადად აუდიოჩანაწერს ვეცნობოდი. სწორედ ის მაძლევს მკვლელობის ვერსიაზე მსჯელობის საფუძველს. ვფიქრობ, მკვლელობაში დამნშავეები არიან ბესო და მურადი, დამატებით ვერაფერს გეტყვით. გარკვეული მტკიცებულებები გადავეცი პოლიციას, მაგრამ რადგან გამოძიება მიმდინარეობს ჯერ ვერ გეტყვით. რაც შეეხება გავრცელებულ ვერსიას, რომ აისუს თვითმკლელობის მცდელობა მანამდეც ჰქონდა, ეს ტყუილია. დღეს ყაზახეთში მივფრინავ და ჩემი შვილსაც დღეს გადავასვენებ, - ამობს გარდაცვლილის დედა.
 

26 წლის ყაზახი გოგოს გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულია 57 წლის ბესიკ თოდუა. მას წინასწარი პატიმრობა შაბათს შეუფარდეს. 

 

მსგავსი სიახლეები