"მომავალს ვერ წაგვართმევ! - შენი დარბეული სტუდენტები" - ახალგაზრდების აქცია-პერფომანსი კობახიძეს

11.03.23 14:04
"მომავალს ვერ წაგვართმევ! - შენი დარბეული სტუდენტები" - ახალგაზრდების აქცია-პერფომანსი კობახიძეს

"მომავალს ვერ წაგვართმევ! - შენი დარბეული სტუდენტები" - ,,რუსული კანონის" მხარდამჭერ ლექტორს აუდიტორიასთან მდუმარე პროტესტით და სტუდენტებმა აქცია-პერფორმანსით ელოდებოდნენ, თუმცა ირაკლი კობახიძე ლექციაზე არ მივიდა. 

როგორც ცნობილია, აქციაზე სტუდენტები აპირებდნენ კობახიძისთვის შეეხსენებინათ, რომ პროფესორმა ახალგაზრდებს იმედები გაუცრუა. ასევე აპირებდნენ, რომ "ოცნების" თავმჯდომარის ავტორობით შედგენილი წიგნი ავტორისთვისვე ეჩუქებინათ.

ერთ-ერთი სტუდენტის განცხადებით, ისინი პროტესტით ცდილობენ, რომ თავიანთი ხმა გააგონონ იმ ლექტორებს, რომლებმაც ხმა რუსულ კანონს მისცეს და მორალური დისკომფორტის წინაშე დააყენონ.

ყველა სტუდენტი, რომლის ლექტორიც არის ირაკლი კობახიძე, ნიკოლოზ სამხარაძე ან რომელიმე სამთავრობო წარმომადგენელი, სახელისუფლობო პირი, რომელიც მონაწილეობდა ამ პროცესში, მათ მიმართ არის განსაკუთრებული პროტესტის განცდა და ყველა ფორმით სტუდენტები მათ შორის მათი ლექციების ბოიკოტით თუ ადგილზე ბანერებით, პროტესტით ცდილობენ, რომ თავიანთი ხმა გააგონონ ამ ადამიანებს და დააყენონ მორალური დისკომფორტის წინაშე,-" აცხადებს ერთ-ერთი სტუდენტი.

ცნობისთვის, დღეს ირაკლი კობახიძემ ლექცია გადადო და უნივერსიტეტშ არ მივიდა.