საბერძნეთის პოლიციამ ქურდობის ფაქტზე ორი ქართველი დააკავა
ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ ქურდობის ფაქტზე ორი ქართველი დააკავა.
გამოცემის ცნობით, 42 და 51 წლის კაცებმა საცხოვრებელი სახლის კარები გატეხეს და შიგნით უკანონოდ შეაღწიეს.
პოლიციამ ისინი რამდენიმე წუთში საცხოვრებელ ბინაშივე აიყვანა.
შემთხვევა ოთხშაბათს მოხდა.