"სახელისუფლებო უწყებებიდან კაციშვილს არ დაურეკავს" - ზაზა ბეღიაშვილმა საგამოძიებო სამსახურს ჩვენება მისცა
აქციაზე სპეცრამზმის მიერ ნაცემი მომიტინგის საქმეზე გამოძიება დაიწყო. შუახნის კაცმა, რომელმაც მხედველობა ერთ თვალში სრულად დაკარგა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჩვენება უკვე მისცა.
კოკა კაციტაძის უწყების გამომძიებლები ზაზა ბეღიაშვილთან სახლში იმყოფებოდნენ. ახლა სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიურომ უნდა დადგინოს, რამ დაუზინა თვალი მშვიდობიან მომიტინგეს.
მკითხეს, რა მოგივიდა, როგორ მოგივიდა, რა ვითარებაში, რა დროს. ეს შეკითხვები იყო და ვუპასუხე, შეავსო რაღაც ფურცლები, დაწერა ოქმი თუ რაღაც, მერე წაგვაკითხა და მოვუწერეთ ხელი. წყლის ჭავლი რომ გამოუშვეს ასე მოვტრიალდი, მერე გაისროლეს, ორჯერ-სამჯერ გაისროლეს და მაშინ მოხდა. სახელისუფლებო უწყებებიდან ჯერ არ დამკავშირებია არავინ, კაციშვილს არ დაურეკავს, არც მოუკითხივართ.
ჩემი შვილები რომ იყვნენ კარგად და ევროპულ, მშვიდობიან ქვეყანაში რომ ცხოვრობდნენ, იმიტომ ვიყავი იქ. ამდენი ახალგაზრდა რომ დავინახე იმიტომაც წავედი, გვერდში დავუდექი ახალგაზრდებს, მათი გულისთვის, თორემ ჩემი თავი ჯანდაბას,"- ამბობს ზაზა ბეღიაშვილი.