ბათუმში 22 წლის ბიჭი მოკლეს

11.03.23 15:42
ბათუმში 22 წლის ბიჭი მოკლეს

ბათუმში ახალგაზრდა კაცი მოკლეს - შემთხვევა გვიან ღამით მემედ აბაშიძის ქუჩაზე მოხდა, ღამის კლუბში.

გარდაცვლილია 22 წლის ბიჭი. ახალგაზრდა ფეხის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. გარდაცვლილს დანა არტერიაში მოხვდა.

შსს ინფორმაციით, დამნაშავე უკვე დაკავებულია. ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.