22 წლის ბიჭის მკვლელობა ბათუმში - პოლიციამ გარდაცვლილის მეგობარი დააკავა
შელაპარაკება მეგობრებს შორის, რომელიც 22 წლის ბიჭის მკვლელობისთ დასრულდა - "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ ბათუმში ნიკოლოზ თუთაშვილის მკვლელობისთვის პოლიციამ მისივე მეგობარი ალეკო სირაბიძე დააკავა.
როგორც თვითხილველები ყვებიან, მან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიცილებემა ის შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში დააკავეს.
შემთხვევა გვიან ღამით მემედ აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა.
ახალგაზრდა ბიჭის ჭრილობა ფეხის არეში ჰქონდა მიყენებული. მას დანა არტერიაში მოხვდა.
შსს ინფორმაციით, ბრალდებული უკვე დაკავებულია. ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.