"სტრასბურგის გადაწყვეტილება გამიხარდა" - "პირველების" ინტერვიუ კაცთან, რომელიც ევროსასამართლომ დაზარალებულად ცნო
სტრასბურგის უპრეცედენტო გადაწყვეტილება - ლევან მამასახლისთან, რომელიც ერთ-ერთია, ვინც ევროსასამართლომ დაზარალებულად ცნო, "პირველებმა" ინტერვიუ ჩაწერა.
მამასახლისი სტრასბურგის გადაწყვეტილებით გახარებულია და დეტალურად იხსენებს შემთხვევის დღეს და სოხუმში, უშიშროების თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოქცევაზე საუბრობს.
"ბიჭვინთაში ვიყავი და იქ ამიფეთქდა ყუმბარა, სათევზაოდ მივდიოდი. გადამიყვანეს გაგრაში, სადაც გამიკეთეს ოპერაცია. იმავე დღეს უშშროების ხალხმა გადამიყვანა სოხუმში, სადაც ვიწექი 5 დღე და შემდეგ უშისროებაში გადამიყვანეს. უშიშროებაში ძალიან ცუდად მექცეოდნენ და ადგილი ჰქონდა აარაადამიანურ მოპყრობას. ტერორიზმის მუხლს და საზღვრის კვეთას მედავებოდნენ. ძალიან გამიხარდა სტრასბურგის გადაწყვეტილება. გამიხარდა, რომ საქმე ასე დამთავრდა", - ამბობს ლევან მამასალისი "პირველებთან".
სტრასბურგის გადაწყვეტილება ცნობილია - პირველად, 2008 წლამდე ჩადენილ დანაშაულებებზე ადამიანის უფლებათა ევროპულიმა სასამართლომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.
აფხაზეთში 2001 წელს ლევან მამასახლისისა და 2003 წელს გრიგოლ ნანავას დააკვების საქმეებზე დადგენილიააა ევროპული კონვეცნიის დარღვევაა სამი მუხლით. რუსეთს დაზარალებულებისთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურება დაეკისრა.
დავა მოიგოო ლევან მამასახლისმაც, კაცმა რომელსაც თვითნაკეთი ყუმბარა შემთხვევით აუფეთქდა და ერთი ხელი დაკარგაა, ტერორიზიის ბრალდებით გაასამართლეს.