მკვლელობა პენსიის გამო - მარტვილში შვილმა მოხუცი დედა ნაჯახით მოკლა

11.03.23 20:34
მკვლელობა პენსიის გამო - მარტვილში შვილმა მოხუცი დედა ნაჯახით მოკლა

სასტიკი მკვლელობა მარტვილში - "პირველების" ინფორმაციით, სოფელ მუხუჩაში 86 წლის ქალი საკუთარმა შვილმა მოკლა. 

პენსიონერს ნაჯახით მიყენებული ჭრლობები აღენიშნება. ერთ-ერთი ვერსიით, კაცმა დედა სასიკვდილოდ ფულის გამო გაიმეტა. როგორც "პირველებს" უყვებიან, დედამ 54 წლის შვილს პენსია არ მისცა, რაც კონფლიქტის და სასტიკი ანგარიშსწორების მიზეზი გახდა. 

მკვლელობის ფაქტი "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს - უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბრალდებული უკვე დაკავებულია.