"ავადმყოფი ძმა გვყავს და გადაეკეტა" - რას ყვებიან მარტვილში მოკლული ქალის შვილები

12.03.23 11:14
"ავადმყოფი ძმა გვყავს და გადაეკეტა" - რას ყვებიან მარტვილში მოკლული ქალის შვილები

საკუთარი დედის სასტიკი მკველობითვისს დაკავებული კაცი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. მოკლულის შვილები ყვებიან, რომ მათი ძმა ალკოჰოლდამოკიდებული იყო და დედა-შვილს შორის კონფლიქტი ხშირად ხდებობდა. ისინი კატეგორიულად უარყოფენ ვერსიას, თითქოს შვილმა დედა სასიკვდილოს ფულის გამო გაიმეტა, რადგან  მათი თქმით, მოხუცს თანხა არ ჰქონდა. 

გვყავდა ავადმყოფი ძმა, მაგრამ დაიკარგა, ჩემთვის ძმა არ არის. მოხდა ისე, რომ გადაეკეტა ტვინი და დედის მიმართ ძალადობით სიკვდილი... ვითომ ფულს სთხოვდა. დედაჩემს ფული არ გააჩნდა. თუ პენსიას იღებდა, რაც პენსიონერი გახდა, კაპიკი მაგას ჯიბეში არ ჩაუდია, - ამბობს მოკლულის შვილი. 

მოკლულის კიდევ ერთი შვილი მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ ძმამ დედის მკვლელობა მხოლოდ მეორე დღეს აღიარა. 

ღამის 22:00 საათზე მოვედი და დამხვდა მკვდარი. გადავხადე, დედაჩემს ვტიროდი, ცხედარი სისხლიანი იყო. შუბლზე ჰქონდა ჭრილობა. ჩემმა ძმამ თქვა,. გასული ვიყავიო სადღაც და წაქცეული იყოო აქ, სახლში. მეორე დღეს აღიარა, რომ ასე და ასე გავაკეთეო. შეშა ჩავარტყიო. ხელები აქვს დაზიანებული და შუბლი, ზურგიც, - ამბობს მოკლულის და. 

შემთხვევა სოფელ ვედითკარში მოხდა. 86 წლის პენსიონერს შვილმა თავში ხის მორი ჩაარტყა. არსებობს ვარაუდი, რომ ვიდრე მოკლავდა, კაცმა მოხუც დედაზე  ფიზიკურადაც იძალადა,შემდეგ კი დანაშაულის დაფარვას ეცადა. ცხედარს დაზიანებები, სახის, ზურგის და ხელის არეში ჰქონდა.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 55 წლის კაცს 15 წალმდე პატიმრობა ემუქრება.