გატაცება და სასტიკი ანგარიშსწორება - იორდანიის მოქალაქეები შსს-ს კრიმინალების მფარველობაში ადანაშაულებენ

12.03.23 11:35
გატაცება და სასტიკი ანგარიშსწორება - იორდანიის მოქალაქეები შსს-ს კრიმინალების მფარველობაში ადანაშაულებენ

გატაცება, გამოძალვა და სასტიკი ანგარიშსწორება დედაქალაქის ცენტრში - იორდანიის ორი მოქალაქე გომელაურის უწყებას კრიმინალური დაჯგუფების მფარველობაში ადანაშაულებს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ  9 კაციანმა დაჯგუფებამ მოტყუებით გაიტაცა, მათზე ფიზიკურად იძალადა, ურტყამდნენ იარაღის კონდახებს და გამოკეტილი ჰყავდაათ ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში.

ერთ-ერთი დაზარალებული, რომელიც სასტიკად იყო ნაცემი, კლინიკა "პინეოდან" რამდენიმე დღის წინ გამოწერეს. ის კომატოზურ მდგომარეობაში ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. მას სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული.

დაზარალებულების ყვებიან, რომ ეგვიპტელ ბიზნესმენთან, რაჰაბთან  სამშენებლო კომპანიაში მუშაობდნენ. ისინი ერთ-ერთ ბინაში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი გასამრჯელო მოითხოვეს, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელი კუთვნილ ტანხას მათ 3 თვის განმავლობაშ არ აძლევდა. 

იორდანიის მოქალაქეებმა ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერეს, რაც კომპანიის ხელმძღვანელმა ვერ აპატია და კრიმინალური დაჯგუფების 9 წევრი მიუგზავნა, რომლებიც სავარაუდოდ, ერაყელები და ეგვიპტელები იყვნენ.

სასტიკად გამისწორდნენ ფიზიკურად. მირტყამდნენ იარაღის კონდახს, მუშტებს, წიხლებს, მემუქრებოდნენ, რომ მომკლავდნენ. სიკვდილის პირას მიმიყვანეს. სახის ყველა ძვალი მაქვს დამტვრეული, დაზიანებული ამქვს შინაგანი ორგანოები . უგონო მდგომარეობაში შემიყვანეს საავადმყოფოში და ორი გადაუდებელი ოპერაცია დამჭირდა. გუშინ გამოვწერე საავადმყოფოდან. შემთხვევა მოხდა 17 თებერვალს და მას შემდეგ ვარკეთილის პოლიცია იძიებს ამ საქმეს. გამომძიებლებს ჯერ პასუხი არ აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პირი ჰყავთ იდენტიფიცირებული. პოლიცია მეუბნება, რომ სათამაშო იარაღი ჰქონდათ, ეს ნორმალურია? შსს მფარველპბს ამ დამნაშავეებს, იმიტომ, რომ გავლენიანი დაჯგუფებაა. ეს პირდაპირ გვითხრეს, - ამბობს დაზარალებული. 

დაზარალებულები ასევე მათივე ადვოკატს კახაბერ მუმლაძეს ამხელენ, რომელიც გაყოფილებაში მათთან ერთად გამოცხადდა, იცავდა მათ ინტერესებს, თუმცა გარკვეული თანხის აღების შემდეგ ინტერესები დამცველი გაქრა და არც მათ სატელეფონო ზარებს პასუხობს.