"ჩემს ძმებთან მოუვიდათ უთანხმოება" - ერთ-ერთი თავდამსხმელი იორდანიის მოქალაქეებზე ანგარიშსწორებას ადასტურებს

12.03.23 16:13
"ჩემს ძმებთან მოუვიდათ უთანხმოება"  - ერთ-ერთი თავდამსხმელი იორდანიის მოქალაქეებზე ანგარიშსწორებას ადასტურებს

ძალადობა და სასტიკი ანგარიშსწორება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე - "პირველები" იმ საცხოვრებელ სახლში მივიდა, სადა იორდანიის მოქალაქეებს სასტიკად გაუსწორდნენ. "პირველები" ასევე იმ პირს ესაუბრა, ვისაც დაზარალებული კრიმინალური დაჯგუფების წევრად მოიხსენიებენ.

პირი, რომელიც გადამღებ ჯგუფს საცხოვრებელ მისარათზე დახვდა, ადასტურებს, რომ სწორედ მან და მისმა ძმებმა იძიეს შური იორდანიის მოქალაქეებზე და საამისოდ მოტივიც გააჩნდათ.

ჩემს ძმებთან მოუვიდათ რაღაც უთანხმოება , დედაჩემი დააგორეს...სახეში შეაფურთხეს და ქალი კიბეზე წააქციეს. იარაღი სად გვაქვს. ჩემი არასრუწლოვანი ძმის დაჭრა რომ სცადა მაგან? პოლიციის ჩვენებაშიც არის, რომ მარტო ჩვენ ვიყავით, 9 ადამიანი საიდან მოიტანეს?, - ამბობს დამხვედრი.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 17 თებერვალს მოხვდა. იორდანიის ორი მოქალაქე 9 კაციანმა დაჯგუფებამ გაიატა, ვარკეთილში მდებარე სახლში გამოკეტა და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდა.