აქცია გორში - მოკლული კობერიძის და დაჭრილი ღვინიაშვილის ოჯახები სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ

12.03.23 16:27
აქცია გორში - მოკლული კობერიძის და დაჭრილი ღვინიაშვილის ოჯახები სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ

პროტესტი გორში - სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული ირაკლი კობერიძის და დაჭრილი ვანო ღვინიაშვილის ოჯახები  სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ. დაღუპულის და დაჭრილის ახლობლები ირწმუნებიან,  რომ მკვლელობა  ბიზნესის რეკეტის გამო არ მომხდარა და მათი ოჯახის წევრები ბიზნესმენ ნიკა საბაშვილს არ ერჩოდნენ. 

სახმედრო ჰოსპიტალთან შეკრებილები ითხოვენ, რომ დაკავებული მამედოვის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს. 

ვანო ღვინიაშილს დაეღუპა მეუღლე. ზრდის ორ ობოლ შვილს, მუშაობდა კოტეჯებში. ასევე, რატი, რომელიც იზრდებოდა ობლად. ვითხოვთ ჩვენ, რომ გამოუშვან რატი და ჩემს შვილს ემუქრება დაწერა. ჩენ ვეძებთ სიმართლეს, - ამბობს აქციის მონაწილე. 

სისხლიანი დაპირისპირება გორში  28 თებერვალს მოხდა.  ბიზნესმენმა ნიკა ღვინიაშვილმა იარაღიდან რამდენიმე გასროლის შედეგად  ერთი ადამიანი მოკლა, მეორე კი, მძიმედ დაჭრა. სროლის მოტივად შურისძიება სახელდება.