თაღლითური სქემა, რომელმაც 36 ოჯახი დააზარალა - მოქალაქეების ჯგუფი ბინას ქირაობდა და სხვადასხვა პირებზე აგირავებდა
თაღლითური სქემა, რომელმაც 36 ოჯახი დააზარალა - მოქალაქეების ჯგუფი ჯერ ბინას ქირაობდან, შემდეგ კი საცხოვრებელს სხვადასხვა პირზე აგირავებდა. დაზარალებულები ამის შესახებ მხოლოდ მაშინ იგებდნენ, როცა ბინის ნამდვილი მფლობელი ჩნდებოდა.
დანაშაულებრივ სქემაში ჩართული იყვნენ ნოტარიუსებიც. ასეთ შეთანხმებაზე თაღლითების ჯგუფისგან ისინი 400 დოლარს იღებდნენ.
საბოლოო ჯამში, მაქვს 13 ათასი მიცემული. იმის მერე ბინა არ ჩანს. არანაირი ბინა.. აბა, დღეს, აბა, ხვალ, აბა, მერე და აქამდე მოვდივართ ასე. რასაც ჰქვია, ქუჩაში დამტოვეს. არც თანხა დამიბრინეს.. როგორც ვიცი, 400 დოლარს უხდიდნენ ნოტარიუსს. ხელშეკრულება გაფორმდა სესხის, მაგრა იქვე არის ნაჩვენები, რომ მე მქონდა ბინაში ცხოვრების უფლებით, - ამბობს დაზალარებული.
ამავეს საუბრობს კიდევ ერთი დაზარალებული.
ხელშეკრულება დაგვადებინეს სესხით სახით. გაგვაცნეს მეპატრონე ელენა მაისურაძე და ამასობაშ 10 ათასი დოლარი როგორც ვასესხე ელენა მაისურაძეს. გავიგე გვიან, რომ მეპატრონე აღმოჩდნა სულ სხვა, - ამბოლბს დაზარალებული.
ბრალდებულები სოფო ბარკალაია და ანა სოფრომაძე ბრალს აღიარებენ. მათ ბრალი თაღლითობაში ედებათ, ხოლო ნოტარიუსების წინააღმდეგ საქმე ცალკე ძიებაშია.
სულ თაღლითურ სქემას 36 ადამიანი ემსხვერპლა.
დანაშაული 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.