სკოლის მოსწავლეების მოწამვლის ბრალდებით ირანში 100-მდე პირი დააკავეს
სკოლის მოსწავლეების მოწამვლის ბრალდებით ირანში 100-მდე პირი დააკავეს. შემოდგომაზე ასობით გოგონა გაურკვეველი აირებით მოწამვლით საავადმყოფოებში მოხვდა. ინფორმაციას ირანის შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულები თეგერანიდან იყვნენ.
წინასწარი გამოძიება ცხადყოფს, რომ ზოგიერთმა ბრალდებულმა კლასების დახურვის და ავანტიურიზმის მიზნით შექმნილი ფსიქოლოგიური ატმოსფეროს გავლენით უვნებელი მყრალი ნივთიერერები გამოიყენეს, - აცხადებს ოფიციალური ირანი.
ირანის ელისუფლება არ გამორიცხავს, საქმე ტერორისტულ ორგანიზაციას ეხებოდეს, რაზეც გამოძიება დაიწყო.