ბათუმში 10 წლის ბავშვი დაიღუპა, რომელიც ბატუტიდან ქარმა გაიტაცა
ბათუმში 10 წლის ბავშვი დაიღუპა. მოზარდი ბათუმის ბულვარში ბატუტზე ხტუნაობდა, რა დროსაც ქარი ამოვარდა და ბატუტი 150 მეტრის მოშორებით გადააგდო.
"TV25.GE" ცნობით, დაშავებულია კიდევ ერთი მოზარდი. ის მკურნალობას იაშილის სახელობის დედატა და ბავშვთა ცენტრში გადის.
მომხდარ გამოძიება 240 მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.