100 დღე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატამდე - ივნისში საქართველო მსოფლიო ყურადღების ცენტრში იქნება

13.03.23 20:37
100 დღე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატამდე - ივნისში საქართველო მსოფლიო ყურადღების ცენტრში იქნება

100 დღე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დაწყებამდე -   21 ივნისიდან 9 ივლისამდე   მსოფლიო  ყურადღების ცენტრში საქართველო იქნება. სამზადისი უკვე დაწყებულია. თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, დამონტაჟდა სპეციალური საათი, რომელიც ჩემპიონატამდე დარჩენილი  დროის უკუათვლას ახდენს. მსგავსი  ღონისძიებები პარალელურად, გაიმართა ქუთაისშიც. ბათუმში კი საზეიმო ღონისძიება  იქ მომხდარი ტრაგედიის გამო გაუქმდა.

დღეიდან გულშმატკივრებს ჩემპიონატის ელექტრონული აბონემენტების შეძენაც შეუძლიათ.

როგორ ემზადებიან საქართველოში ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ნახეთ  გიორგი დარჯანიას რეპორტაჟში.