დაკარგა თუ არა ბადრი ესებუამ ბანკიდან წაღებული ფულის ნაწილი - რა ჩვენებები მისცეს მოწმეებმა

13.03.23 20:42
დაკარგა თუ არა ბადრი ესებუამ ბანკიდან წაღებული ფულის ნაწილი - რა ჩვენებები მისცეს მოწმეებმა

დაკარგა თუ არა ბადრი ესებუამ ბანკიდან წაღებული ფულის ნაწილი? - სასამართლო სხდომაზე დღეს ერთ-ერთი  მოწმე ამტკიცებდა, რომ ყველაზე ცნობილმა მძარცველმა ნახევარი მილიონიდან ნაწილი  დაკარგა, ნაწილი კი დახარჯა და ეს ბადრი ესებუამ დაკავების დროს სამართალდამცველებს თავად უამბო.

მოწმის ამ ჩვენებას არ ადასტურებს მძარცველი, რომელიც დღეს სასამართლო სხდომას ესწრებოდა.  

საქართველოს ბანკის დაყაჩაღების საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება. დღეს ხუთი მოწმე გამოკჰითხეს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ექსპეტ კრიმინალისტები არიან.