ჩამოშლილი გვირაბი რიკოთზე - ოპოზიცია სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს
რიკოთის უღელტეხილზე, სადაც გუშინ ახლადაშენებული გვირაბი ჩამოინგრა, ოპოზიცია მივიდა.
ხელისუფლების ოპონენტები სავარაუდო კორუფციაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ იმ შმეთხვევაშიც კი, თუ საქმე მეწყრულ პროცესებს ეხება, პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა აუცილებელია.
ჩამოიშალა გვირაბის წინა ნაწილი. საგზაო დეპარტამენტი აბრალებს უხვ ნალექს. მე უნდა ვთქვა, რომ უხვი ნალექის შემთხვევაში გადაადგილების დროს უნდა გვეშნოდეს, რომ არ დაგვენგრეს თავზე გვირაბი და არ ჩაინგრეს ხიდი? ეს იგივე მდგომარეობაა, რაც, მაგალითად, სამტრედია გრიგოლეთის დამაკავშირებელი ხიდი ჩაინგრა. ეს არის იმის ბრალი, რომ აქ, ამ გრანდიოზულ პროექტში მძვინვარებს კორუფცია. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების სახე, - ამბობს ოპოზიცია.
მშენებელი პაატა ტრაპაიძე, რომელიც განსაკუთრებით მეყწრულ ზონებზე მუშაობს, გეოლოგიური კვლევების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ კონკრეყული პირების პასუხისმგებლობის საკიტხი მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დადგეს.
ახლანდელი კვლევის შედეგი უნდა იყოს, რა მოხდება და არა, მაგრამ ძალიან ცუდი ფაქტია თითონ. ვისი პასუხისმგებლობაა, ეს არის გასარკვევი, - ამბობს მშენებელი.
რიკოთის უღელტეხილზე პოლიცია მობილიზებული და სპეცტექნიკა მუშაობს. ქვეყნის მთავარ ავტომაგისტრალზე გვირაბი გუშინ ჩამოინგრა, რომლის შენებლობაც ცოტახნის წინ დასრულდა. ნგრევის შედეგად მთის ნაწილი ჩამოიშალა და ავტომობილების გაადგილებას პრობლემები შეუქმნა.
საავტომობილო გზების დეპრტამენტში ირმწუნებიან რომ, ნგრევა უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა გამოიწვია.