სტუდენტების პასუხი რადიკალებს - ახალგაზრდებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა მიიტანეს
პარლამენტის შენობასთან სტუდნეტები იკრიბებიან. ახალგაზრდები რადიკალების ქმედებამ დედაქალაქის მთავარ გამზირზე კიდევ ერთხელ გამოიყვანა.
მათ საკანონმდებლო ორგანოსთან სიმბოლურად ევროკავშირის დროშა მიიტანეს.
სტუდენტები ამბობენ, რომ როდესაც ქვეყნის უმრავლესობას ევროკავშირი უნდა, მცირე ჯგუფებს არ აქვთ იმის უფლება, რომ ასე დამამცირებლად ექცეოდნენ ევროკავშირის დროშა და ხალხის აზრს ფეხქვეშ თელავდნენ.
სპონტანურად დავგეგმეთ, როდესაც გავიგეთ, რომ ევროკავშირის დროშა ჩამოირეს და დაწვეს, ეს ფაქტი არ გვესიამოვნა. შეიძლება იმ ადამიანებს საკუთარი შეხედულებები გააჩნიათ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის სამომავლო გზა ცალსახაა, რომ არის ევროკავშირისკენ, იმიტომ, რომ არ არსებობს უკეთესი ალტერნატივა, რომელიც ჩვენს ქვეყანას დაეხმარებოდა სამომავლო განვითარებაში. როდესაც ქვეყნის 85 % თანხმდება იმაზე, რომ გვინდა ევროკავშირში, მცირე ჯგუფებს არ აქვთ იმის უფლება, რომ ასე დამამცირებლად იქცეოდნენ და ხალხის საერთო აზრს ასე ფეხქვეშ თელავდნენ.
რადიკალების დაჯგუფებამ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა დემონსტრაციულად ჩამოხიეს და დაწვეს ამ ყველაფერსპოლიცია მდუმარედ უყურებდა.