ბათუმში, ბატუტზე დაშავებული 5 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა - მოზარდი თურქეთში გადაიყვანეს

15.03.23 12:15
ბათუმში, ბატუტზე დაშავებული 5 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა - მოზარდი თურქეთში გადაიყვანეს

ბათუმში, ბატუტზე დაშავებული 5 წლის ბავშვის მდგომარეობა უმძიმესია. მცირეწლოვანი, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, ბათუმის იაშვილის კლინიკიდან, სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.

უბედური შემთხვევა 12 მარტს მოხდა, როცა ბატუტი ძლიერმა ქარმა გაიტაცა. შემთხვევის შედეგად, 9 წლის ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. 

პოლიციამ მეორე დღეს ბატუტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.