ბათუმში ბატუტზე დაღუპული ბავშვის საქმეზე დაკავებული პატიმრობაში რჩება

15.03.23 15:37
ბათუმში ბატუტზე დაღუპული ბავშვის საქმეზე დაკავებული პატიმრობაში რჩება

ბათუმში ბატუტზე მოზარდის დაღუპვის საქმეზე დაკავებული კაცი, ედუარდ აბრამიანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. 

უბედური შემთხვევა ბათუმის ბულვარში 12 მარტს მოხდა, როცა ბატუტი ძლიერმა ქარმა გაიტაცა. შემთხვევის შედეგად, 9 წლის ბავშვი დაიღუპა. კიდევ ერთი 3 წლის ბავსი მკურნალობას ამ დრომდე კლინიკაში გადის. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.